სერვისები
ბაღის გაშენება
მომსახურება მოიცავს:
- მიწის შეფასებას
- ნიადაგის, წყლის და სხვა კომუნიკაციების შემოწმებას და არსებული სიტუაციის ანალიზს
- მიწის ლაბორატორიული ანალიზის აღებას და შედეგების ანალიზს
- სარწყავი წყლის ანალიზს
- მიწის საზღვრების დადგენას/აზომვას/ტოპოს მომზადებას
- საირიგაციო სისტემების/სანიაღვრე არხების დაგეგმვა/შეფასებას
- ბაღის დაგეგმვას/დიზაინს (საჭირო ინფრასტრუქტურის ჩათვლით)
- საირიგაციო სისტემების/სანიაღვრე არხების პროექტირებას
- მეტეოროლოგიური მონაცემებისა და საჭირო ლაბორატორიული კვლევების შედეგად გასაშენებელი ჯიშების და სხვა საჭირო აგრონომიული ღონისძიებების განსაზღვრას.
- ბაღის გაშენებას (კონსულტაცია და მენეჯმენტი)
- მიწის წინამოსამზადებელ/მოსამზადებელ სამუშაოებს
- ნერგების დარგვა/შეწამვლა/სასუქის შეტანას
- ირიგაციის ინსტალაციას (წვეთოვანი სარწყავი სისტემის მონტაჟი, შემოწმება და გამოყენების ტრენინგი)
- ბაღის აგრონომიულ მონიტორინგს.
კომპანია, უზრუნველყოფს მთლიან პროცესს:
კვალიფიციური მუშახელით, კომპანიის საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო და მძიმე ტექნიკით, იღებს პასუხისმგებლობას ბიზნეს პროექტის დამუშავება/დაგეგმვაზე, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებასა და ბიუჯეტის გაანგარიშებაზე, ბაღის გაშენების სქემის შედგენაზე, აგრონომიული ღონისძიებებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.
მომსახურების სრული პაკეტი მოიცავს, მთლიანი კომპლექსური პროცესის წარმართვას და ყველა ეტაპზე, ჩვენი მხრიდან მუდმივ ჩართულობასა და მხარდაჭერას.
აგრო საკონსულტაციო მომსახურება
კომპანიის მიზანია მოემსახუროს აგროსექტორს:
- Საქმიანობის დაგეგმვის, დაწყებისა და განვითარების თანმიმდევრულ განხორციელებაში.
- Გაზარდოს ხელმისაწვდომობა სახელმწიფო, საფინანსო და დონორ ორგანიზაციებთან.
- Დაეხმაროს გრანტების და თანადაფინანსების მოძიებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მხარდაჭერაში.
- Უზრუნველყოს პროცესში კვალიფიციური ადამიანების ჩართულობა.
- Ხელი შეუწყოს მსოფლიოს წამყვან სანერგე მეურნეობებთან ურთიერთობაში.
- Დაეხმაროს ნერგის შერჩევასა და საირიგაციო სისტემის მოწყობაში.
ტექნიკის მომსახურებები
კომპანიის მფლობელობაშია სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო მძიმე ტექნიკა, რომელიც აღჭურვილია უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტებით, რაც უზრუნველყოფს, ნებისმიერ სამიწათმოქმედო სამუშაოს უნაკლოდ შესრულებას. კომპანიას შეუძლია ტექნიკით მომსახურება გაუწიოს როგორც პოტენციურ მომხმარებელს ასევე ერთჯერადად გააქირაოს ტექნიკა დაინტერესებულ პირზე.
აგრონომიული კონსულტაცია
“ლურჯი ბაღი” დაკომპლექტებულია ქართველი და უცხოელი კვალიფიციური აგრონომთა გუნდისგან, ექსპერტებისგან და პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან.
წარმატებული შედეგის გარანტი კი როგორც აგრონომთა გამოცდილება, ასევე მათი გუნდთან სისტემატიური კომუნიკაცია და ბაღის გაშენებისა და მოვლის პროცესში მუდმივი ჩართულობაა.
ინფრასტრუქტურული მომსახურება
კომპანია ლურჯი ბაღი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფს მეურნეობისათვის საჭირო წყლის რეზერვუარების მოწყობასა და ყველა საჭირო სამუშაოების შესრულებას, მათ შორის: