ჩვენ შესახებ
ლურჯი ბაღი არის პირველი აგრო სერვისის მიმწოდებელი კომპანია, რომელიც პოტენციურ მომხმარებელს თავაზობს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სრულ მომსახურებას.
ჩვენ ვეხმარებით სხვადასხვა კომპანიებს და ფიზიკურ პირებს იყვნენ წარმატებულები აგრო-სექტორში - სწორად შეიმუშაონ სოფლის მეურნეობის სტრატეგია, დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები და თანმიმდევრულად მართონ მიმდინარე პროცესები.
საკუთარი გამოცდილება და ექსპერტიზა გვაძლევს საშუალებას ვიყოთ საიმედო და ეფექტური პარტნიორები ჩვენი დამკვეთებისთვის.
გუნდი

რატი სანაია
CEOაგრო და სამშენებლო სექტორებში მრავალწლიანი გამოცდილებით. სამშენებლო ინჟინერიის ბაკალავრი. სამშენებლო კომპანია „სანი 2020“-ის დამფუძნებელი და მმართველი.

ნიკოლოზ დიდებაშვილი
Co-founderსოფლის მეურნეობის მიმართულებით საჯარო და კერძო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილებით. აგრარული უნივერსიტეტის აგროეკოლოგიის ბაკალავრი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საჯარო მმართველობის და ადგილობრივი თვითმმართველობის მაგისტრი.

თორნიკე ლათათია
Co-founderაგრო და ფინანსურ სექტორში, კერძო საფინანსო, საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. ბიზნესის მართვის და ეკონომიკის მაგისტრი, გრენობლის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული. მართავს ორ აგროკომპანიას Nuts Incorporated და Ge Invest- ment corp. არის „ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის“ დამფუძნებელი

გიორგი ჯამრიშვილი
Co-founderაგრო და ფინანსურურ სექტორებში მრავალწლიანი გამოცდილებით. ბიზნესის მართვის მაგისტრი (MBA). საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ზოგადი მენეჯმენტის კურსდამთავრებული. სსიპ „შემოსავლების სამსახური“-ს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორი.